saqarTvelos uReltexilebi - rokis uReltexili
ქვეყანა | საქართველო, რუსეთი |
სიმაღლე | 2995 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს მაღრან - დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2995 მ. მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადის - მდინარე როკისწყლის ხეობით შიდა ქართლს აკავშირებს მდინარე არდონის ხეობასთან ანუ ჩრდილოეთ ოსეთთან. 1984 წელს როკის უღელტეხილზე გაიხსნა როკის სატრანსპორტო გვირაბი, რომლის საერთო სიგრძეა 3730 მ.